სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

დაკავებული პირების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ისინი ქვეყნიდან გააძევეს.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
29 და 45 წლის პირები სამართალდამცველებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ჭარალის"დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
დაკავებული პირების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ისინი ქვეყნიდან გააძევეს.