14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ რომის პაპმა გელასიუს პირველმა 469 წელს დააწესა. ამ დღის აღნიშვნას ტრადიციულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ასევე კონსერვატიული ჯგუფები. ისინი აღნიშნულ დღესასწაულს ქართული კულტურისთვის შეუფერებლად მიიჩნევდნენ.
მათი აზრით, დასავლური დღესასწაული „გრძნობების კომერციალიზაციას აწესებს“ და ანგრევს ქართულ ქრისტიანულ ტრადიციებს. ამგვარად, 1990-იან წლებში საქართველოში 15 აპრილს დააწესეს საკუთარი „სიყვარულის დღე“, რომელიც 14 თებერვალს დაუპირისპირეს. თუმცა, შეყვარებულები ორივე დღესასწაულს კვლავ სიამოვნებით აღნიშნავენ.