2025 წელს რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა

ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,4 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 5,9%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1068,6 ლარს ხარჯავდა - 6%-ით მეტს, ვიდრე 2024 წელს. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ - 2025 წელი

ხარჯების დასახელება

ხარჯები, მლნ ლარი

წილი მთლიან ხარჯში, %

ხარჯები ვიზიტზე, ლარი

საყიდლები

977,6

40,7

435,1

კვება

605,9

25,2

269,7

განთავსება

333,8

13,9

148,6

ადგილობრივი ტრანსპორტი

269,3

11,2

119,9

გართობა

104,3

4,3

46,4

სხვა ხარჯები

109,7

4,6

48,8

2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,9 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 2,8%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (43,5%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 1,5 მილიონი, რაც 4,3%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 36,2%, რუსეთში – 15,9%, სომხეთში - 14,4%, აზერბაიჯანში - 1,9% და ევროკავშირის ქვეყნებში – 18%.
ვიზიტების მიზანი იყო მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზანი - 2025 წელი

ვიზიტის მიზანი

ტურისტების რაოდენობა, ათასი

წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში,%

მეგობრებთან და ნაცნობებთან სტუმრობა

811,9

36,1

შოპინგი

685,0

30,5

გართობა და დასვენება

439,8

19,6

პროფესიული საქმიანობა

206,5

9,2

მკურნალობა

54,5

2,4

სხვა

48,8

2,2

ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 6,97 ღამე შეადგინა, რაც 0,1%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,8 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის მაჩვენებლებზე 1,4%-ით ნაკლებია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 37,4%, რუსეთში – 18,3%, სომხეთში – 12,1%, აზერბაიჯანში - 2,2% და ევროკავშირის ქვეყნებში –16,3%.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,3 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 11,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.