მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კრემლი ანკორიჯში მიღწეულ შეთანხმებებს ფუნდამენტურს უწოდებს

პესკოვის თქმით, მოსკოვს არ სურს საჯაროდ შევიდეს შეთანხმებების დეტალებში, მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა წარიმართოს.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ალასკის სამიტზე რუსეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებები, შესაძლოა, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების საფუძველი გახდეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ნათელია, რომ ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებები ფუნდამენტურია. და სწორედ ამ შეთანხმებებს შეუძლია ხელი შეუწყოს კონფლიქტის დარეგულირების პროცესის წინსვლას და ერთგვარი გარღვევის მიღწევას“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვს არ სურს საჯაროდ შევიდეს შეთანხმებების დეტალებში, მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა წარიმართოს.
სიტუაციის დასარეგულირებლად მუშაობა გრძელდება, დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.
იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში აბუ-დაბიში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მოლაპარაკებების დახურული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის გადაუჭრელი საკითხები.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოლაპარაკებებს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივენ უიტკოფის ხელმძღვანელობით დელეგაციის შეხვედრა.