თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. პარიზში ძიუდოში 2026 წლის პირველი გრანდ-სლემზე მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტარაშვილმა მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე მობლი ბორჩაშვილი დაამარცხა და ნახევარფინალური საგზურისთვის იაპონელ ოტას დაუპირისპირდება.
ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირს საფრანგეთის დედაქალაქი 7-8 თებერვალს მასპინძლობს.
გრანდ-სლემზე მეოთხედფინალში გავიდა კოტე კაპანაძეც (81 კგ), რომელმაც ბოსნიელი მუსტაფა ჰებიბი იპონით დაამარცხა და მომდევნო შეხვედრას რუს სუხოპაროვთან გამართავს.
ნიკა ხარაზიშვილმა (100 კგ), საბა ინანეიშვილმა (+100 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ) და ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) კი პარიზის გრანდ-სლემზე გამოსვლა დაასრულეს.
გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
1.
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ);2.
თორნიკე გიგაური (66 კგ);3.
ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ);4.
გიორგი ტერაშვილი (73 კგ);5.
კოტე კაპანაძე (81 კგ);6.
ზაურ დვალაშვილი (81 კგ);7.
ლუკა მაისურაძე (90 კგ);8.
ნიკა ხარაზიშვილი (100 კგ);9.
ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ);10.
საბა ინანეიშვილი (+100 კგ).