მსოფლიო დღეს

ორბანი: უკრაინა უნგრეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს

მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, რომ რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე უარის თქმამ, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოიტანოს უნგრეთის ეკონომიკისთვის.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა მისი ქვეყნის მტერი გახდა, რადგანაც მას სურს, უნგრეთისთვის რუსული ენერგომომარაგება შეწყვიტოს.
ქალაქ სომბატჰეიში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე გამოსვლისას ორბანმა აღნიშნა, რომ კიევი მუდმივად მოუწოდებს ბრიუსელს უნგრეთს იაფი რუსული ენერგომომარაგება შეუწყვიტოს.
„სანამ უკრაინა ამას აკეთებს, მაპატიეთ და მჯერა, რომ ის ჩვენი მტერია. კიევი არღვევს ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე გაიხსენა, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარს, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს უნგრეთის ეკონომიკისთვის. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ადრე განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯები, რომლისკენაც ოპოზიცია მოუწოდებს, სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევდა.
იანვრის ბოლოს ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის, ხოლო მილსადენებით გაზის იმპორტის - 2027 წლის 30 სექტემბრიდან აკრძალვა. უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ აპირებენ ამ გადაწყვეტილების ევროკავშირის სასამართლოში გასაჩივრებას.
მოსკოვმა ადრე აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ რუსულ ენერგორესურსებზე უარი მხოლოდ ფასების ზრდას და შუამავლებზე დამოკიდებულების ზრდას გამოიწვევდა.