მსოფლიო დღეს

ირანმა აშშ-ის დარტყმის შემთხვევაში საპასუხო მოქმედების შესაძლო სამიზნეები დაასახელა

მინისტრმა განმარტა, რომ ეს ქმედებები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ირანმა დაასახელა ობიექტები, რომლებიც შესაძლოა საპასუხო დარტყმების სამიზნე გახდეს შეერთებული შტატების შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
მისი თქმით, თეირანს არ აქვს შეერთებულ შტატებზე თავდასხმის შესაძლებლობა, მაგრამ ამერიკას რეგიონში სხვა მგრძნობიარე ობიექტები გააჩნია.
„თუ ვაშინგტონი თავს დაგვესხმება, რეგიონში განლაგებული მისი ბაზები ჩვენი სამიზნე გახდება“, - განაცხადა არაღჩიმ Al Jazeera-სთან ინტერვიუში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ასეთი ქმედებები არ იქნება მიმართული მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ. „ჩვენ შევუტევთ ამერიკულ ბაზებს ამ ქვეყნების ტერიტორიაზე, სადაც ამერიკელები იმყოფებიან“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება, რომ ირანი უარს იტყვის ბირთვული იარაღის შემუშავების გეგმებზე. მან თქვა, რომ აშშ-ის ძალების „უზარმაზარი არმადა“ ირანისკენ მიემართება, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ თეირანი დათანხმდება გარიგებას, რომელიც ბირთვულ პროგრამაზე უარს ითვალისწინებს.