ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მილანში - ფოტო

მილანში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები გაიხსნა, ცერემონიის ამსახველი ფოტოკადრები იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში.
Sputnik
ცერემონიას 70 ათასზე მეტი მაყურებელი, ცნობილი სახეები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები დაესწრნენ.
1 / 15

ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის მასშტაბური ცერემონია მილანში.

2 / 15

ცერემონიას 70 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა.

3 / 15

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია „სან-სიროს" სტადიონზე გაიმართა.

4 / 15

სტუმრების დიდი რაოდენობა, ლამაზი შოუ - ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის ნამდვილი დღესასწაული.

5 / 15

შოუში მონაწილეობის მისაღებად უამრავი არტისტი, მოცეკვავე და მუსიკოსი იყო მიწვეული.

6 / 15

ცერემონია ლა-სკალას აკადემიის 70 მოცეკვავის წარმოდგენით დაიწყო.

7 / 15

ეს იყო ოლიმპიური თამაშების გახსნის პირველი ცერემონია, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაიმართა.

8 / 15

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ნაწილი კორტინაში, ლივინიოსა და პრედაცოში გაიმართა.

9 / 15

ეს გაკეთდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყოფილიყო ჩართული გრანდიოზულ ზეიმში.

10 / 15

დღესასწაული ნამდვილად შედგა.

11 / 15

დამონტაჟებული იყო ორი თასი ოლიმპიური ცეცხლით - მილანში, „სან-სიროს" სტადიონზე და კორტინა დ’ამპეცოში.

12 / 15

ეს სიმბოლურად გამოხატავდა თამაშების ორი განსხვავებული ლოკაციის: მეგაპოლისისა და მთის კურორტის ერთიანობას.

13 / 15

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 90-ზე მეტი ქვეყნის 2800-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

14 / 15

სპორტის რვა სახეობაში (16 დისციპლინა) მედლების 116 კომპლექტი გათამაშდება.

15 / 15

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 22 თებერვლამდე გაგრძელდება.