მსოფლიო დღეს

რუსეთსა და უკრაინას შორის 2026 წელს ტყვეთა პირველი გაცვლა შედგა

რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საჭირო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას იღებენ.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. მოსკოვმა უკრაინული ტყვეობიდან 157 რუსი სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა, ხოლო 157 უკრაინელი სამხედრო ტყვე კიევს გადასცეს, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხუთშაბათს.
„5 თებერვალს, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 157 რუსი სამხედრო მოსამსახურე დააბრუნეს. სანაცვლოდ, 157 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადაეცათ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გაცვლის ფარგლებში, უკრაინამ რუსეთს კურსკის ოლქის სამი უკანონოდ დაკავებული მაცხოვრებელი გადასცა, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საჭირო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას იღებენ.
ეს წელს ტყვეების გაცვლის პირველი შემთხვევაა - წინა გაცვლა გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში მოხდა, როდესაც ორივე მხარემ თითო 185 პატიმარი გაცვალა.
ამჟამად აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრის მეორე რაუნდი მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ოთხშაბათს, 4 თებერვალს დაიწყო და ხუთშაბათს გაგრძელდა.