როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლამდე მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. მის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი, ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს -1 პლუს 1, დღისით პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს სამხრეთ – აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 7-9, დღისით პლუს 17-19 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 6-8, დღისით პლუს 16- 18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2 პლუს 2, დღისით პლუს 13-15 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 6 -8, დღისით პლუს 6-8 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2 -0 , დღისით პლუს 10-12 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2 -4, დღისით პლუს 3- 8 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 6 -8, დღისით პლუს 7-9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 10-12, დღისით მინუს 2 პლუს 3 გრადუსი დაფიქსირდება.