თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოში წლიური ინფლაცია (2026 წლის იანვარი 2025 წლის იანვართან) 4,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მასალებში.
წინა თვის განმავლობაში, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის დეკემბერი 2024 წლის დეკემბერთან) 4% შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (10,6%), შემდეგ მოდის ჯანდაცვა (8,3%), სასტუმროები და რესტორნები (8,1%), ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმი (3,5%) და განათლების სფერო (2,2%).
ფასები შემცირდა კომუნიკაციებზე (4,6%), დასვენებასა და გართობაზე (2,5%), ავეჯზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სახლის მოვლა-პატრონობაზე (0,6%) და ტრანსპორტზე (0,3%).
კომუნალური მომსახურების ტარიფები უცვლელი დარჩა.
2026 წლის იანვარში, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,2% შეადგინა.