რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

სოფელ ნამოხვანთან ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს, ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე (სოფელი ნამოხვანი).
გარდა ამისა, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზეც.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-72-ე კმ მონაკვეთი) კვლავ დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.