ონკოდაავადებულთა მკურნალობა საქართველოში: როგორ ეხმარება სახელმწიფო მოქალაქეებს – ვიდეო

საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. სახელმწიფო დაფინანსება ამ სფეროში მუდმივად იზრდება.
Sputnik
სახელმწიფოს მიერ თითოეულ მოქალაქეზე გამოყოფილი 25000-ლარიანი ლიმიტის გარდა, ონკოპაციენტების სამკურნალოდ ცალკე გაიცემა საჭირო მედიკამენტები, რომელთა მიღებაც უფასოდ, ექიმის რეცეპტით არის შესაძლებელი. ხელისუფლება 2023 წლიდან ყველა მოქალაქეს უფინანსებს ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას და ონკოქირურგიის ხარჯებს.
ონკოდაავადებების მქონე ბავშვებს გარკვეულ შემთხვევებში უფინანსდებათ მკურნალობა საზღვარგარეთ - თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში. 2012 წელს ონკოლოგიური პროგრამისთვის მხოლოდ 17 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. ბოლო წლებში ხელისუფლება ყოველწლიურად 250 მლნ ლარზე მეტს გამოყოფს.