ძიუდო: ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ-სლემზე იასპარეზებს

ტაშკენტის გრანდ-სლემი 27 თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით 14 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) მიმდინარე თვის ბოლოს ტაშკენტის გრანდ-სლემზე იასპარეზებს.
ბექაური ბოლოს ტატამზე 2025 წლის ნოემბერში, აბუ-დაბიში გავიდა, სადაც გრანდ-სლემის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
უზბეკეთში დაგეგმილ ტურნირზე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში, გიორგი ჯაბნიაშვილთან ერთად, ლუკა ჯავახიშვილიც უნდა გამოსულიყო, თუმცა, გრანდ -სლემის განახლებულ განაცხადში ლაშა ბექაური ფიგურირებს.
ტაშკენტის გრანდ-სლემი 27 თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით 14 ძიუდოისტი იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია (ორივე – 60 კგ)
ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე (ორივე – 66 კგ)
მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 73 კგ)
დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი (ორივე – 81 კგ)
გიორგი ჯაბნიაშვილი, ლაშა ბექაური (ორივე – 90 კგ)
ონისე სანებლიძე, თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 100 კგ)
გელა ზაალიშვილი, საბა ქარდავა (ორივე +100 კგ).
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ტაშკენტის გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებს არ უჭიდავიათ.