თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 22 და 27 თებერვალს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს.
ორივე მატჩის გამართვა თბილისში, „ლელო არენაზე“ იყო დაგეგმილი, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს ჩემპიონატის (დიდი 10) განახლება ერთი კვირით გადაიდო, სანაკრებო მატჩების განრიგში ცვლილება განხორციელდა.
22 თებერვალს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკას, „ლელო არენის“ ნაცვლად რუსთავში, „ხარების“ სტადიონზე უმასპინძლებენ, ხოლო 27 თებერვალს მატჩი თბილისში, „ლელო არენაზე“ გაიმართება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება, რომელიც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოში გაიმართება და სამხრეთ აფრიკასთან მატჩები ამ ტურნირის მოსამაზდებელი ეტაპის ნაწილია.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მატჩების განრიგი მსოფლიო თასზე:
27 ივნისი, „ავჭალა“, 18:00 | საქართველო – უელსი
2 ივლისი, „ავჭალა“, 20:30 | საქართველო – სამხრეთ აფრიკა
7 ივლისი, „ავჭალა“, 20:30 | საქართველო – ურუგვაი.