GCCA: იანვარში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 13 ფაქტი დადასტურდა

მიმდინარე წლის იანვარში სააგენტოში შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75 %-ით არის გაზრდილი.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. 2026 წლის იანვარში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 20 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 13 დარღვევის ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, სააგენტოში 190 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 524 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75 %-ით, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 217 %-ით არის გაზრდილი.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს 13 საქმეზე ჯამში 34.185 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 10 საქმეზე 9 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 77%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა - 4%, ქვემო ქართლი - 4%, იმერეთი - 3%, კახეთი-3 %, სამცხე-ჯავახეთი - 3% და სხვა რეგიონები.
მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 70 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე- 49, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე -41, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე- 9, ხოლო სხვა დანარჩენზე - 21.
სტატისტიკის თანახმად, 65 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება- 13%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 19%-ს.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.