„თბილისი ენერჯის“ ქსელზე მომხდარი ავარიის გამო 18,5 ათას აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

აბონენტებს გაზმომარაგება 2 თებერვლის 21:00 საათამდე ეტაპობრივად აღუდგებათ.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონის ტერიტორიაზე გაზმომარაგება ავარიულად 18,5 ათას აბონენტს შეუწყდა, იუწყება „თბილისი ენერჯი"
კომპანიიც ცნობით, დიდ დიღომში შემომავალი „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული ცენტრალური გაზსადენი ავარიულად 1-ელ თებერვალს დაზიანდა.
„მიწისქვეშა დ-500 მმ-იან საშ/წნევის გაზსადენზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 1-ელ თებერვლის 23:00 სთ-დან 2 თებერვლის 12:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდა დიღმის, დიდი დიღმისა და გლდანი-სანზონის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს “, - აღნიშულია ინფორმაციაში.
გაზის მიწოდება აღდგება 2 თებერვლის 12:00სთ-დან 21:00სთ-მდეა დაგეგმილი.
ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ქუჩების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია >>>
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.