სოფელ ციცხვართან საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 63-ე კმ-ზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწერების მიზეზი სოფელ ციცხვართან მიწის მასის ჩამოშლა გახდა.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა.