ფარიკაობა: ალექსანდრა კუვაევა მსოფლიო თასის გამარჯვებულია

Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. თბილისში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ნაკრების წევრმა ალექსანდრა კუვაევამ ოქროს მედალი მოიპოვა.
კუვაევამ ფინალში რუმინელ ამალია კოვალიუს ანგარიშით 15:11 სძლია და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.