ახალი მოთხოვნები გავრცელდება მუდმივი ბინადრობის სტატუსი არმქონე ყველა უცხოელზე, რომლებიც არიან დაქირავებით დასაქმებული ან ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ინდივიდუალური მეწარმეებისა და თვითდასაქმებულების ჩათვლით.
1 მარტიდან ლეგალურად მუშაობა სამუშაო ნებართვისა და დროებითი ბინადრობის (ან ვიზით) შემთხვევაში იქნება დაშვებული.
განაცხადის წარდგენა ხდება ონლაინ, მისი ღირებულებაა 500 ლარი, განაცხადის განხილვის ვადა - 30 დღემდე. ნებართვაზე დადებითი პასუხის შემდეგ აუცილებელია შრომითი ან IT ბინადრობის ნებართვის მიღება.
კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს გარკვეული კატეგორიებისთვის, მათ შორის დიპლომატებისთვის, ლტოლვილებისთვის და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირებისთვის. ნებართვის გარეშე მუშაობა გამოიწვევს ჯარიმებს როგორც უცხოელისთვის, ისე დამსაქმებლისთვის.