სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 და 69 წლის პირებს ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ხოლო მეორემ ტრაილერში დამალვის გზით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.