თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც შესაძლოა ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.
საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ინსტრუქციას, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ ქვეყანაში დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.
აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე https://i94.cbp.dhs.gov/search/compliance-search