თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციამ ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის" დასაცავ მონაკვეთზე საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადმყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის 63 წლის მოქალაქემ საკუთარ ტრაილერში არსებული სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „კარწახის" გავლით თურქეთიდან უკანონოდ გადმოიყვანა 27 წლის მიგრანტი, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ქვეყნიდან იქნენ გაძევებულნი.