საზღვრის კვეთისას სავალდებულოა დაზღევის პოლისის ელექტრონული ან ბეჭდური სახით წარდგენა. დაზღვევის მინიმალური ოდენობა - არანაკლებ 30000 ლარია. პოლისი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, დაზღვევის მოქმედების ვადა კი გათვლილი უნდა იყოს ქვეყანაში ყოფნის სრულ პერიოდზე - შემოსვლის მომენტიდან ქვეყნიდან გასვლის თარიღის ჩათვლით.
დაზღვევა არ არის სავალდებულო მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის, მათ შორის დიპლომატიური და სპეციალური დოკუმენტების მფლობელებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, რომელთა შემოსვლაც საერთაშორისო შეტანხმებით არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე ან საქართველოში დასაქმებულ პირებზე.
პოლისი შეიძლება შეამოწმონ ქვეყანაში შემოსვლისას და ქვეყნიდან გასვლისას. თუ ქვეყანაში ყოფნის ვადა გახანგრძლივდა, დაზღვევის პოლისი უნდა განახლდეს.