24 იანვარს აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მოსკოვი სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიულ მიზნებში კორექტირება არ შეაქვს, კიევი კი, დონბასიდან გასვლით, „რბილი კაპიტულაციისათვის“ მზად არ არის. ვაშინგტონი ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მართვის საფუძველს — Starlink-ის კოსმოსურ კავშირსა და სადაზვერვო ინფორმაციის ნაკადს — არ თიშავს. რუსეთის ჯარები მასირებულ დარტყმებს განაგრძობენ მოწინააღმდეგის ობიექტებზე კიევში და ბანდერელების კონტროლქვეშ მყოფ სხვა ტერიტორიებზე.
აბუ-დაბიში რუსეთის მოლაპარაკებების ჯგუფს 23 იანვარს ხელმძღვანელობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, ადმირალი იგორ კოსტიუკოვი, რაც თავისთავად ორ დღიან განხილვებს შინაარსიანობას სძენდა. კიევი წარმოადგენდა რუსტემ უმეროვი. ამერიკულ დელეგაციაში შედიოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. პოზიციების სერიოზული განსხვავების გამო, მოლაპარაკებები (რაც პროგნოზირებადი იყო) უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა, სამომავლოდ განიხილეს დეესკალაციის კონკრეტული მექანიზმები: საბუფერო ზონების შექმნა ჯარების შეხების ხაზის გასწვრივ, ცეცხლის შეწყვეტის ალგორითმები, უსაფრთხოების ახალი პარამეტრები ევროპაში. არც ერთ მხარეს კარი არ მიუხურავს: მოლაპარაკებები აბუ-დაბიში თებერვალში გაგრძელდება და ეს პოზიტიური სიგნალია.
რუსეთის მტკიცე პოზიციებს „ანკორიჯის ფორმულასთან“ დაკავშირებით, 24 იანვრის ღამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მიწისა და ჰაერის ბაზირების შორ მანძილზე მოქმედი, მაღალი სიზუსტის იარაღით განხორციელებულმა მასირებულმა დარტყმამ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და „ენერგეტიკულ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებში გამოიყენება“, მათ შორის - კიევის ტერიტორიაზეც. ამის შემდეგ მოლაპარაკებები დღისით გაგრძელდა (სამ საათზე მეტხანს) და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ისინი შეაფასეს, როგორც “კონსტრუქციული“. სააგენტო Reuters აშკარად ამახინჯებს სურათს, როდესაც წერს, თითქოს და აბუ-დაბის მოლაპარაკებები „რუსეთის მიერ უკრაინის ღამით დაბომბვის შემდეგ“ შეწყდა.
ამერიკული ჟურნალის Military Watch-ის ინფორმაციით, 24 იანვარს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორ მანძილზე მოქმედმა ბომბდამშენებმა Ту-22М3-მა პირველად გამოიყენეს კიევის წინააღმდეგ 12 ზებგერითი რაკეტა Х-22 „ბურია“, რომელთა გ შეჩერება უკრაინულ (ნატოს) ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, მაღალი სიჩქარის გამო, არ შეუძლიათ. 25 იანვარს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში გათბობის გარეშე დაახლოებით1700 მრავალბინიანი სახლი რჩება. ბანდერეველთა ლიდერმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა 1700-ზე მეტი დამრტყმელი დრონი, 1380 მართვადი ავიაბომბი და 69 რაკეტა. კიევში ელექტროენერგიის გამომუშავება, პრაქტიკულად, შეჩერებულია, ორი თბოელექტროსადგური საბოლოოდ განადგურებულია. კიევის ოლქში დაზიანებულია ქვესადგურები, რომლებიც ატომური ელექტროსადგურებიდან ენერგიას გადასცემენ.
საბჭოთა ზებგერითი რაკეტა Х-22 „ბურია“ საბრძოლო მახასიათებლებით ახლოს დგას თანამედროვე ჰიპერბგერით „ისკანდერებთან“, „კინჟალებთან“ და „ცირკონებთან“. იგი სამიზნეების მაღალი სიზუსტით განადგურებას უზრუნველყოფს 600 კმ-მდე მანძილზე. „ბურია“ კიევის თავზე პრაქტიკულად დაუძლეველია აშშ-ისა და ნატოს ყველაზე თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვისაც კი. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მონაცემებით, 2022 წლიდან რუსულმა ბომბდამშენებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში დაახლოებით 300 რაკეტა Х-22/Х-32 გამოიყენეს, ხოლო უკრაინულმა (ნატოს) ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ვერც ერთი მათგანი ვერ გაანადგურა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
უკრაინა ტექნოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. DTEK-ის გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ ტიმჩენკომ განაცხადა, რომ კომპანიამ გენერირების სიმძლავრეების 70 პროცენტამდე დაკარგა. ენერგეტიკული სექტორის აღდგენას 65–70 მილიარდი დოლარი დასჭირდება და ახალი აქტივების შექმნას მოითხოვს. მხოლოდ რეკონსტრუქცია მას ვერ უშველის, საჭიროა სრულიად ახალი ენერგოსისტემის შექმნა. ენერგოსისტემის გარეშე შეუძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ზურგისა და ლოგისტიკის შენარჩუნება. ამიტომ ზელენსკი არ ჩქარობს გაყინულ კიევში დაბრუნებას. ის ევროპაში ტურნეს ატარებს და ემოციურად, სასოწარკვეთით მოუწოდებს „ბატონებსა და სპონსორებს“ იარაღის გამოყენაბისკენ. ლიტვიდან კი უგუნურად ემუქრება ბელარუსის რესპუბლიკის ხალხს. „ძაღლი ყეფს — ქარავანი მიდის“.
იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ ზელენსკის გონივრული რჩევა მისცა: „ომს აგებ, ადამიანებს კარგავ, ნდობასა და ღირსებასაც კარგავ. რაც შეიძლება სწრაფად მოაწერე ხელი სამშვიდობო შეთანხმებას“.
ეს იშვიათი გამონაკლისია. ნატოს ევროპელი მოკავშირეების უმეტესობამ კონფლიქტი საკუთარი ინტერესების საფუძვლად აქცია. თუმცა, თავად რუსეთთან ომს არ აპირებენ, კიევს კი სთხოვენ, კიდევ ერთნახევარი–ორი წელი გაძლოს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის რესურსები უსაზღვრო არ არის. დასავლურ სამხედრო ძალის რეიტინგში Global Firepower უკრაინა მე-20 ადგილზეა...
ეს იშვიათი გამონაკლისია. ნატოს ევროპელი მოკავშირეების უმეტესობამ კონფლიქტი საკუთარი ინტერესების საფუძვლად აქცია. თუმცა, თავად რუსეთთან ომს არ აპირებენ, კიევს კი სთხოვენ, კიდევ ერთნახევარი–ორი წელი გაძლოს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის რესურსები უსაზღვრო არ არის. დასავლურ სამხედრო ძალის რეიტინგში Global Firepower უკრაინა მე-20 ადგილზეა...
დღეს კიევის მიერ კაპიტულაციაზე უარის თქმა მხოლოდ ახალ პრობლემებს ქმნის ხვალისთვის. იტალიური გამოცემა L'Antidiplomatico ამტკიცებს: ორი წლის განმავლობაში „რუსეთი უკრაინას, უბრალოდ, ფხვნილად აქცევს “. რომი–ბერლინის სამხედრო „ღერძის“ შექმნის ცარიელი დეკლარაციები ბანდერეველებს ვერ უშველის. გერმანელი გენერლები თვლიან, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, ევროპა დაუცველია. როლანდ კატერმა გუშინ განაცხადა: „ცალკე ევროპული არმიის შესაქმნელად არ გვაქვს სტრუქტურა, მართვის საშუალებები, შტაბები და ფინანსები… ევროპა კიდევ მრავალი წელი არ იქნება მზად რუსეთთან ომისთვის. შესაძლოა, საერთოდაც - ვერასდროს“.
მეორე მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადეს: უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, ხოლო ევროპამ უნდა ისწავლოს რუსეთთან მშვიდობიანად ცხოვრება. თუმცა, ევროპელები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოლაპარაკებები გააჭიანურონ. მათი ამორალურ-ილუზორული სტრატეგიაა ომის გაგრძელება 2029 წლამდე, როდესაც ხელისუფლებაში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოვა და „Drang nach Osten“-ს განაახლებს.
ამერიკულმა გამოცემამ The American Conservative დაასკვნა:
„ევროპელი ლიდერები ზედმეტად სუსტები არიან, რომ პრობლემა თავად მოაგვარონ, და უარს ამბობენ გადაწყვეტილების სხვებისთვის დელეგირებაზე. ამიტომ დამცირება გაგრძელდება მანამ, სანამ ევროპელები საკუთარ სიამაყეს არ გადაყლაპავენ, არ აღიარებენ, რომ ომი წაგებულია, და არ გააცნობიერებენ, რომ მათ რუსებთან გვერდიგვერდ ცხოვრება სჭირდებათ“.
„ევროპელი ლიდერები ზედმეტად სუსტები არიან, რომ პრობლემა თავად მოაგვარონ, და უარს ამბობენ გადაწყვეტილების სხვებისთვის დელეგირებაზე. ამიტომ დამცირება გაგრძელდება მანამ, სანამ ევროპელები საკუთარ სიამაყეს არ გადაყლაპავენ, არ აღიარებენ, რომ ომი წაგებულია, და არ გააცნობიერებენ, რომ მათ რუსებთან გვერდიგვერდ ცხოვრება სჭირდებათ“.
ამერიკელებმა ადრე გააცნობიერეს, რომ რუსეთის განადგურების მცდელობებით დასავლეთმა საკუთარ უსაფრთხოებას „კოლოსალური პრობლემები“ მოუტანა… ხვედრი, რომელსაც თავდაპირველად მოსკოვს უმზადებდნენ, კიევის ქუჩებში გადავიდა… ევროპელებმა თავად შექმნეს პრობლემა, რომელშიც დღეს აღმოჩნდნენ… ახლა კი მხოლოდ უპირობო კაპიტულაციას უნდა დაელოდონ, რომელიც უკრაინის კრახით იქნება გამოწვეული.
ადრე თუ გვიან, კიევის რეჟიმი და ბანდერეველთა არმია განადგურდება. პირობები, რომლითაც სამხედრო კონფლიქტი დასრულდება, ნატოსთვის ბევრად უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე რუსეთის დღევანდელი მოთხოვნები. ისტორიული შურისგების მასშტაბი იზრდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე