თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის საერთაშორისო ტურნირზე 16 წლის ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირზე, რომელიც 23-25 იანვარს გაიმართა, გურგენიძემ 23 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა
სლოვენიაში გამართულ ტურნირამდე გურგენიძემ ასევე წარმატებას მიაღწია რუმინეთში გამართულ იუნიორთა შეჯბრებაზე, სადაც 21 მონაწილეს შორის მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.