თბილისის მერია: ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 იანვრის 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ორ მისამართზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საბურთალოს რაიონში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი სააკაძის დაღმართიდან მარჯვენა სანაპიროსკენ ჩამავალ გზაზე; ხოლო დიდუბის რაიონში შეზღუდვა იმოქმედებს დავით აღმაშენებლის გამზირი N193-ის მიმდებარედ, საავტობუსო ზოლში", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მისამართებზე სანიაღვრე ჭების შეცვლას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
თბილისის მერია და „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.