თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მორიგ ტურში „ვილერბანთან“ 22 ქულა ჩააგდო და „ბარსელონას“ ფრანგული კლუბის დამარცხებაში დაეხმარა – 98:91.
ეს მატჩი ისტორიული გამოდგა ქართველი ფორვარდისთვის. მან თავის ევროლიგურ კარიერაში 3778 ქულა ჩააგდო და ყველა დროის ბომბარდირთა ათეულში შევიდა.
ევროლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირები:
1.
მაიკ ჯეიმსი – 5675 ქულა2.
ნანდო დე კოლო – 50653.
ვასილის სპანულისი – 44554.
ნიკოლა მიროტიჩი – 43425.
კოსტას სლუკასი – 42746.
სერხიო ლული – 42637.
იან ვესელი – 42358.
ხუნ კარლოს ნავარო – 41529.
შეინ ლარკინი – 381710.
თორნიკე შენგელია – 3778.2025 წლის ზაფხულში თორნიკე შენგელია ოფიციალურად გადავიდა „ვირტუს ბოლონიიდან“ „ბარსელონაში“. კონტრაქტი 2025 წლის 21 ივლისს გაფორმდა და გათვლილია სამ სეზონზე, 2028 წლის 30 ივნისამდე.