სტატისტიკის თანახმად, კვების ობიექტებში უცხოელების მიერ დახარჯული საშუალო გადასახადი მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივთა ხარჯებს, მათი ხარჯების ზრდის ტემპი კი აღემატება ბაზრის საერთო დინამიკას.
მიუხედავად იმისა, რომ უნაღდო ანგარიშსწორების უმეტესობა კვლავინდებურად რეზიდენტებზე მოდის, სწორედ ტურისტული ნაკადი განაპირობებს სარესტორნო ბიზნესის ბრუნვას.