საღამოზე სომხური დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. კულტურული საღამო ფარაჯანოვის სახელობის კონკურსს მიეძღვნა, რომელიც ათ წელზე მეტია ტარდება.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ფარაჯანოვსა და მის ფილმებს მიეძღვნა. საღამო გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.