მოსაზრება: მასირებული დარტყმები კიევზე მშვიდობისკენ იძულებაა

Sputnik
რუსეთის მაღალი სიზუსტის დარტყმების მზარდი ინტენსივობა კიევსა და მის შემოგარენში მდებარე სამხედრო მართვის ობიექტებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების/უსაფრთხოების სამსახურის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მარტივად აიხსნება: თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. ფრონტზე და უკრაინის ოპერატიულ ზურგში რუსეთი საკმაოდ ხანგრძლივად „არწმუნებდა“ დასავლეთის მიერ მართული კიევის რეჟიმის წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობის უაზრობაში. ზედმეტი ჰუმანიზმის დრო დასრულდა, 2026 წლის იანვარში „მაიდნის“ დედაქალაქს რეალურად დაარტყეს.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მისაღწევად ანტირუსული კიევის რეჟიმი და ნატოს უკრაინული პროქსი-არმია უპირობოდ უნდა განადგურდეს. ჯობდა ადრე, მაგრამ არასდროს არის გვიან. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ, დამრტყმელმა უპილოტოებმა, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ144 რაიონში გაანადგურა: ლოდინში მყოფი (ბარაჟირებადი) საბრძოლო მასალის საწყობები, შორ მანძილზე მოქმედი დრონების გაშვების პოზიციები, სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დროებითი განლაგების პუნქტები.
კიევში ღამით 360-ზე მეტი რუსული დრონი და რაკეტა დაფიქსირდა. ენერგეტიკულ სფეროში მდგომარეობა კატასტროფულია — უკრაინის დედაქალაქის სამი მეოთხედი სრულ ბლექაუტშია. შეჩერებულია სამხედრო მრეწველობის საწარმოების მუშაობა. ესენია: „არსენალი“, „რადარი“, კიევის ჯავშანტექნიკის ქარხანა და სხვები. ელექტროენერგიის დეფიციტი არ იძლევა საშუალებას, საიმედოდ შენარჩუნდეს კიევის გარშემო საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კონტური, ნატოს წარმოების საზენიტო-სარაკეტო სისტემების სტაბილური მუშაობისთვის გენერატორები და აკუმულატორები არ ჰყოფნით.
რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა დააზიანეს ქვესადგურები კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, სუმის და ოდესის ოლქებში, რის შედეგადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სერიოზული სარკინიგზო-ლოგისტიკური პრობლემები შეექმნა.
ახლახანს „ისკანდერის“ და Х-101-ის რაკეტებით დაზიანდა კიევის ТЭЦ-5 და ТЭЦ-6, პრიდნეპროვსკისა და ტრიპოლის თბოელექტროსადგურები, ასევე ქვეკვანძები როვნოსა და ხმელნიცკის ოლქებში. ვინიცის ოლქში კი „ცირკონის“ დარტყმით მწყობრიდან გამოვიდა საკვანძო 750 კილოვოლტიანი ქვესადგური, რომელიც ევროკავშირიდან ენერგიის გადინებაზეა პასუხისმგებელი. კიევის ხელმძღვანელობა სათანადო დასკვნებს არ აკეთებს და ქაოტურად აგზავნის შორ მანძილზე მოქმედ დრონებს, რუსეთის რეგიონების მიმართულებით. ამით ის იწვევს მოსკოვის კიდევ უფრო მკაცრ რეაქციას. „ცირკონის“, „კინჟალის“ და „ორეშნიკის“ დარტყმების ფონზე, უკრაინის ენერგეტიკა ჰიპერბგერითი სისწრაფით „ქრება“.
რუსეთის მასირებული დარტყმების შემდეგ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ, ბრიტანულ გაზეთ The Times-თან ინტერვიუში, განაცხადა, რომ დედაქალაქში 5600 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გათბობის გარეშე დარჩა, ხოლო მხოლოდ იანვარში ქალაქი 600 ათასმა ადამიანმა დატოვა. გაყინულ რადაში ზელენსკის ჰკითხეს, რატომ ვერ უმკლავდება კრიტიკულ ვითარებას. რეჟიმის ხელმძღვანელმა პასუხისმგებლობა მერზე გადაიტანა და მას დააბრალა როგორც ავიაიერიშებისთვისარასაკმარისი მზადყოფნა, ისე მოსახლეობისადმი „დამარცხების მომასწავებელი“ მოწოდებები დედაქალაქის დატოვების შესახებ.
ზელენსკიმ სასოწარკვეთილად მოუწოდა ნატოს ქვეყნებს, მიაწოდონ მეტი საზენიტო რაკეტა და „გააძლიერონ ზეწოლა მოსკოვზე“, რუსეთის „შეჩერება“ სანქციების გამკაცრებით სცადონ, რომრუსეთის სამხედრო წარმოება შეზღუდონ. გარდა ამისა, მან თვითდაჯერებით განაცხადა, რომ მზად არის დავოსში ხელი მოაწეროს უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტს და უკრაინის 800 მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების „ომისშემდგომი კეთილდღეობის გეგმას“. თუმცა, როგორც ამბობენ, „სულელი ფიქრებით მდიდრდება“ და დავოსში შეკრებილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრეებს უფრო მეტად გრენლანდიის ბედი და ნატოსთვის სახიფათო აშშ-ის გაძლიერება აღელვებთ. ზელენსკის იქ არ ელიან. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევი რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შეფერხებაში დაადანაშაულა. ევროპაში არსებული პოლიტიკური ტურბულენტობაც უკრაინისთვის კარგს არაფერს მოასწავებს.
გამოცემა Advance-მა 20 იანვარს აღნიშნა, რომ ოთხწლიანი ომის შემდეგ, რიგ ევროპულ ქვეყნებში (საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში) პოლიტიკური პოზიციის ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. ეს ქვეყნები ადრე რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებას უჭერდნენ მხარს, ახლა კი მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობენ. თუმცა, ვალს გადახდა უნდაო, და Advance სვამს კითხვას: „ტრამპის იმპერიალიზმი პანიკურ შემობრუნებას იწვევს, მაგრამ რა მოხდება, თუ ახლა რუსეთმა ევროპის სტრატეგიული დამარცხება მოინდომოს?“
უკრაინის საომარი მოქმედებების თეატრზე არსებული ვითარება ამას ხელს უწყობს: რუსეთის შეიარაღებული ძალები მყარად ფლობენ სტრატეგიულ ინიციატივას და ფრონტის ყველა მონაკვეთზე შეტევას აწარმოებენ.
ევროპაში მყარი მშვიდობის ერთ-ერთ რუსულ პირობად შეიძლება, იქცეს ნატოს უცხოური სამხედრო ძალების 1997 წლის საზღვრებში დაბრუნება და თუნდაც იმ დესტრუქციული ალიანსის დაშლა, რომელმაც არსებობის აზრი ჯერ კიდევ 1991 წელს, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის „თვითლიკვიდაციის“ შემდეგ, დაკარგა.
გვახსოვს, რომ ოთხწლიანი სისხლიანი ომი უკრაინაში ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოების სტრატეგიული შედეგია. არ დაგვავიწყდება. არ ვაპატიებთ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე