ვითარება საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები

საქართველოს გზებზე შეზღუდვები უამინდობის გამოა დაწესებული.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კოდა-სოფ. ალგეთისა და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთებზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე.
მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე, ორბელის უღელტეხილზე და ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.