თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა გლდანთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.