თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ხორვატიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 29:32 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 7 გოლი გაიტანა.
კონტინენტის პირველობა შვედეთსა და ნორვეგიაში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში ასპარეზობს და ყველა მატჩს ქალაქ მალმეში გამართავს.
საქართველოსა და ხორვატიის გარდა, ჯგუფში ნიდერლანდები და შვედეთი არიან. პლეი-ოფში ასპარეზობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გააგრძელებს. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 19 იანვარს შვედეთთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: ცინცაძე (8 მოგერიება), ნიქაბაძე, რუხაძე
წინა ხაზი: ცხოვრებაძე (7 გოლი), დიხამინჯია (6), კალანდაძე (5), რუსტამოვი (5), გავაშელიშვილი (4), კბილაშვილი (2), არსენაშვილი, ლაპიაშვილი, ხელისუფალი, ხარებაშვილი, არეშიძე, გოგავა, გრიშიკაშვილი.