„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის პირველი 11 თვეში იმპორტირებულია 111,6 მლნ დოლარის ღირებულების 20,739 ტონა შოკოლადი. საქართველოს ბაზარზე შოკოლადის მთავარ მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება.
სიდიდით მეორე მომწოდებელი უკრაინაა: 2025 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში იმპორტი 21,7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა - ქვეყანაში 3,530 ტონა შოკოლადი შემოვიდა.
კიდევ ერთი მომწოდებელია პოლონეთია. 2025 წლის 11 თვეში იმპორტირებულია 10,3 მლნ დოლარის ღირებულების 1,052 ტონა შოკოლადი.