დიღმის მასივში ძლიერი ხანძარია

ხანძარი ავტოპროფილაქტიკაში გაჩნდა
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე ძლიერი ხანძარია, ისმოდა აფეთქების ხმაც, იუწყება „ტვ პირველი“.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი ავტოპროფილაქტიკაში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.