მოსაზრება: ირანი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დენთის კასრია

Sputnik
„მომიტინგეების დაცვის“ საბაბით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ირანს შვიდჯერ დაემუქრა სამხედრო მოქმედებებით, რომლებმაც, შეიძლება, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. საკითხი უკვე აღარ დგას, როგორც „ყოფნა თუ არყოფნა“, განიხილება მხოლოდ პენტაგონის მორიგი სადამსჯელო ოპერაციის მასშტაბი ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.
13 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებსა და მოკავშირეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, მან იმედიც მისცა ეკონომიკური კრიზისით უკმაყოფილო მომიტინგეებს: „დახმარება უკვე გზაშია“. ამერიკული „დახმარება“ ირანს „ფერად რევოლუციას“, ახალ შოკებსა და უბედურებებს უქადის, რაც მეზობელ ქვეყნებსაც შეეხება.
ორშაბათს თეირანმა განაცხადა, რომ მზად არის „სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის, რომელიც თანასწორ უფლებებსა და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული “, თუმცა, ვაშინგტონი უკვე უკომპრომისო გზას დაადგა. 12 იანვარს პენტაგონმა ტრამპს ირანზე დარტყმის სხვადასხვა სცენარი წარუდგინა. ამასთან, ამერიკელებმა ევროპელ მოკავშირეებს ისლამურ რესპუბლიკაში შესაძლო სამიზნეების შესახებ სადაზვერვო მონაცემები მოსთხოვეს.
The Washington Post-ის ინფორმაციით, პრიორიტეტულ სამიზნეებად სახელმწიფო და უსაფრთხოების სტრუქტურების ხელმძღვანელები განიხილებიან. შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან წინა მოლაპარაკებები 2025 წლის ივნისში პენტაგონისა და ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების დარტყმებით დასრულდა ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ბირთვულ ობიექტებზე. ტელეკომპანია CNN-მა აღნიშნა: „12-დღიანი ომის დროს განადგურდა ირანის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილი“. ისტორიის გამეორება სავსებით მოსალოდნელია. ისრაელი ამისთვის თითქმის მზად არის —მისი არმიის ავიაცია და ყველა ოპერატიული დანაყოფი მაქსიმალური საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება.
იზრდება საფრთხე, რომ ირანმა ორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა გადაკეტოს, რის პარალელურადაც მსოფლიო ნავთობის ფასები მატულობს. ამავე დროს, დონალდ ტრამპი25-პროცენტიანი საბაჟო ტარიფებით ცდილობს თეირანთან მთელი ვაჭრობის„დაბლოკვას“. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ფარულად უკავშირდება „დისტანციურ ოპოზიციურ ლიდერს“, 1979 წელს განდევნილ მემკვიდრე პრინც რეზა ფეჰლევის. ამერიკული ნავთობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მაიკ სომერსი აცხადებს, რომ, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ამერიკელი ნავთობმწარმოებლები მზად არიან ირანში „სტაბილიზაციის ძალად“ იქცნენ. ევროპაში კი „ირანის რეჟიმის დაცემის“ დღეებს ითვლიან.
ამ ვაკხანალიის, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს გასცდა, მიზანია „ურჩებისთვის“ ზიანის მიყენება ან შურისძიება აიათოლა ხამენეის, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის, ასევე ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველების — ჩინეთისა და ინდოეთის მიმართ. თუმცა, აშშ-ის არმიის „სახმელეთო“ შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდულია. სპარსეთის ყურეს რეგიონში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები „გამოფიტულია“ ვენესუელის სანაპიროსთან განთავსებული „არმადის“ გამო. ირანის სიახლოვეს მხოლოდ რამდენიმე ამერიკული ესმინეცი და წყალქვეშა ნავი იმყოფება, რომლებსაც შორი მოქმედების რაკეტების გაშვება შეუძლიათ. უახლოესი ავიამზიდი-დარტყმითი ჯგუფი სამხრეთ ჩინეთის ზღვაშია, ავიამზიდ „აბრაჰამ ლინკოლნთან“ ერთად. დარტყმითი ავიაცია განთავსებულია აშშ-ის ბაზებზე მთელ ახლო აღმოსავლეთში და თუნდაც კონტინენტური აშშ-დან სტრატეგიული სტელს-ბომბდამშენების B-2 Spirit-ის გადაყვანა წარმატების გარანტიას ვერ იძლევა.
2025 წლის 22 ივნისს აშშ-ის შვიდმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-2-მა ირანის სამ ბირთვულ ცენტრზე დარტყმა მიიტანა, რამაც საბოლოოდ გააქარწყლა ტრამპის „მშვიდობისმყოფელობაზე“ არსებული ილუზიები, თუმცა თეირანის არც საგარეო და არც შიდა პოლიტიკა არ შეცვალა. დღეს ირანი აცხადებს, რომ ამერიკული აგრესიის ახალი აქტის შემთხვევაში, სარაკეტო დარტყმებს მიაყენებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ბაზებს.
ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანამ — საუდის არაბეთმა, ომანმა და ყატარმა — აშშ-ს მოუწოდა, არ დაარტყას ირანს, რათა თავიდან აიცილოს საერთაშორისო ნავთობის ბაზარზე არასტაბილურობა. ცხადია, სამხედრო ოპერაციის „უკუგავლენა“ შეეხება სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც, სადაც ერთი თვის წინ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი მრავალმილიარდიანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივებს წარადგენდა. ისტორიის სასწორი მერყეობს, თუმცა, ტრამპი, როგორც მოსალოდნელია, გადაწყვეტილებას კვლავ „ამერიკის სიდიადის“ სასარგებლოდ მიიღებს. ძველი რომაელი კატონის პერიფრაზით, „თეირანი უნდა დაინგრეს“, თუნდაც ეს საღ აზრს ეწინააღმდეგებოდეს და ამისთვის რესურსებიც არ იყოს საკმარისი. აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მემკვიდრეობითობა სრულიად თვალსაჩინოა.
ამერიკული გამოცემა Responsible Statecraft აღნიშნავს: „ირანი არამდგრადი წონასწორობის ეტაპში შევიდა“. მიუხედავად ამისა, ეს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე „ფუნდამენტური“ საზოგადოებაა. ახლო მომავალში ირანის ამერიკულ ნავთობკოლონიად ქცევა ნაკლებად სავარაუდოა. ისლამური რესპუბლიკის ჰიპოთეტური კოლაფსი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის სამხრეთის მიმართულებით ფუნდამენტურ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ მოსკოვი მზად არის, მძიმე პირობებისა და გარემოებების მიუხედავად, თეირანთან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა განავითაროს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე