თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა 2026 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 5,5%-ის დონეზე ვარაუდობს, ნათქვამია ბანკის ანგარიშში.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველო მშპ-ის ზრდის დონით სამხრეთ კავკასიაში ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს.
მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, 2026 წელს სომხეთში მშპ-ის ზრდა 4,9% იქნება, ხოლო აზერბაიჯანში - 1,8%.
„2026 წელს სამხრეთ კავკასიაში ზრდა, სავარაუდოდ, 3,3 პროცენტამდე შენელდება, ხოლო 2027 წელს - 3,1 პროცენტამდე“, - ნათქვამია ანგარიშში.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2026 წელს აზერბაიჯანში აქტივობის შენელება, სავარაუდოდ, ნახშირბადების წარმოების შემცირების, ნავთობის გლობალური ფასების შემცირებისა და უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გამო მოხდება.
სომხეთსა და საქართველოში, სავარაუდოდ, კერძო მოხმარება ზომიერად შემცირდება, რადგან მაღალი ნიშნულის აქტივობა ნორმალიზდება, ხოლო გზავნილების და ექსპორტიდან მიღებული შემოსულობების შემცირება, სავარაუდოდ, მიმდინარე ანგარიშებზე ზეწოლას მოახდენს.