რამდენი დარღვევა გამოვლინდა ზოომაღაზიებსა და ვეტაფთიაქებში 2025 წელს - ახალი ინფორმაცია

უწყების ცნობით, კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს 700-მდე ვეტკლინიკა, ვეტაფთიაქი და ზოომაღაზია შეამოწმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 2025 წელს სააგენტოს ინსპექტორებმა 700-მდე ვეტერინარულ კლინიკაში, მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების გამომყენებელ კლინიკაში, ზოომაღაზიასა და ვეტაფთიაქში 1000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს. გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა.
სახელმწიფო კონტროლის მიზანი შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვაა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ვეტერინარულ კლინიკებს, აფთიაქებსა და ზოომაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.
უწყების ცნობით, კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.