წყალბურთი: საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 17 იანვარს სლოვენიასთნ ჩაატარებს.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 13 იანვარს მეორე მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.
პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ანგარიშით 6:20 დამარცხდა, ხოლო ხორვატიამ სლოვენიას 20:4 სძლია.
მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
1.
ირაკლი რაზმაძე
2.
საბა ტყეშელაშვილი
3.
ვატო დადვანი
4.
ნიკა შუშიაშვილი
5.
ანდრო ბითაძე
6.
დუშან ვასიჩი
7.
სანდრო ადეიშვილი
8.
იოვან სარიჩი
9.
რევაზ იმნაიშვილი
10.
გიორგი მაგრაქველიძე
11.
ველკო ტანკოსიჩი
12.
სტეფან პიეშივაცი
13.
გიორგი გვეტაძე
14.
ანდრია ვლაოვიჩი
15.
ლუკა ჩიქოვანი.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 17 იანვარს სლოვენიასთნ ჩაატარებს.
ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ ასპარეზობენ, საუკეთესო შედეგი 2022 წელს დააფიქსირეს – შეჯიბრება მე-8 ადგილზე დაასრულეს.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები საბერძნეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფის ფავორიტებად საბერძნეთი და ხორვატია მიიჩნევიან, თუმცა საქართველოს გუნდს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ გრანდებთან თამაშიც წარმატებით შეუძლია.