წყალბურთი: საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 13 იანვარს ხორვატიასთან გამართავს, ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი 17 იანვარს სლოვენიასთნ ჩაატარებს.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში საბერძნეთთან ანგარიშით 6:20 დამარცხდა.
ბერძენი წყალბურთელები პირველივე მეოთხედიდან დაწინაურდნენ და უპრატესობას მატჩის ბოლომდე ფლობდნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენობაში ორი გოლი დუშან ვასიჩმა გაიტანა, თითოჯერ გამოიჩინეს თავი სარიჩმა, პიეშივაცმა, შუშიაშვილმა და დადვანმა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 13 იანვარს ხორვატიასთან გამართავს, ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი 17 იანვარს სლოვენიასთნ ჩაატარებს.
ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებენ, საუკეთესო შედეგი 2022 წელს დააფიქსირეს – შეჯიბრება მე-8 ადგილზე დაასრულეს.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები საბერძნეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფის ფავორიტებად საბერძნეთი და ხორვატია მიიჩნევიან, თუმცა საქართველოს გუნდს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ გრანდებთან თამაშიც წარმატებით შეუძლია.