თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 11 იანვარს პირველ მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებენ, საუკეთესო შედეგი 2022 წელს დააფიქსირეს – შეჯიბრება მე-8 ადგილზე დაასრულეს.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები საბერძნეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფის ფავორიტებად საბერძნეთი და ხორვატია მიიჩნევიან, თუმცა საქართველოს გუნდს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ გრანდებთან თამაშიც წარმატებით შეუძლია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
1.
ირაკლი რაზმაძე2.
საბა ტყეშელაშვილი3.
ვატო დადვანი4.
ნიკა შუშიაშვილი5.
ანდრო ბითაძე6.
დუშან ვასიჩი7.
სანდრო ადეიშვილი8.
იოვან სარიჩი9.
რევაზ იმნაიშვილი10.
გიორგი მაგრაქველიძე11.
ველკო ტანკოსიჩი12.
სტეფან პიეშივაცი13.
გიორგი გვეტაძე14.
ანდრია ვლაოვიჩი15.
ლუკა ჩიქოვანისაქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
11 იანვარი, 23:30 | საბერძნეთი – საქართველო
13 იანვარი, 15:45 | საქართველო – ხორვატია
15 იანვარი, 21:00 | სლოვენია – საქართველო