რა საჩუქრებს ჩუქნიან ახალი წლის დღესასწაულებზე საქართველოში? - ვიდეო

საქართველოში ტრადიციული საახალწლო საჩუქრები უკავშირდება ქართული სუფრის სიუხვეს - ეს არის ღვინო, ჭაჭა, ყველი, გოზინაყი, ჩურჩხელა, სხვადასხვა ტკბილეული.
Sputnik
ასევე ეს შეიძლება იყოს ხელნაკეთი ნივთები - ლამაზი კერამიკული ჭურჭელი ქართულ სტილში, ტიხრის მინანქრის სამკაულები, თექის ნაწარმი. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ახალი წლის პირველ სტუმარს - მეკვლეს, რომელმაც ოჯახში ბედნიერება უნდა შემოიტანოს.
კიდევ ერთი საახალწლო ტრადიციული საჩუქარია ჩიჩილაკი, რომელიც მორთულია ნუგბარით და კენკრით. ჩიჩილაკი 19 იანვრამდე უნდა დაიწვას, რათა გასული წლის უარყოფითი ენერგია თან წაიღოს.