ქართული კინოს ოქროს ფონდს შეადგენენ საბჭოთა ეპოქაში ისეთი ცნობილი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმები, როგორიცაა გიორგი დანელია, ელდარ შენგელაია, სერგო ფარაჯანოვი, რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ოთარ იოსელიანი და სხვები.
დღემდე ვუყურებთ ისეთ ფილმებს, როგორებიცაა „მიმინო“, „არ დაიდარდო“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „იყო შაშვი მგალობელი“, „შერეკილები“, „ჯარისკაცის მამა“, „მონანიება“. ამ უნიკალურ ფილმებში ჩადებულია ღრმა ფილოსოფია და განუმეორებელი ატმოსფერო. ეს ფილმები სიკეთესა და ადამიანებისადმი სიყვარულის გრძნობას აღვივებს თითოეულ ადამიანში.