თბილისში ფარაჯანოვის სახელობის კულტურული ცენტრი გაიხსნა– ვიდეო

საქართველოს დედაქალაქში სერგო ფარაჯანოვის სახელობის მუზეუმი და კულტურის ცენტრი გაიხსნა.
Sputnik
საზეიმო საღამოს, რომელიც კინორეჟისორისა და ფარაჯანოვის შემოქმედების მიმდევრის, ხოსე მაჯინერეს (გიორგი ალავიძე) ინიციატივით გაიმართა, ათობით სტუმარი დაესწრო.
შედგა დოკუმენტური ფილმის „სერგო ფარაჯანოვი. სილამაზის მაესტრო“ ჩვენება, რომლის ავტორიც ხოსე მაჯინერეა. მაჯინერე წლობით არ იშურებს ძალისხმევას, რათა დიდი ოსტატის მემკვიდრეობა არ დაიკარგოს, ასევე წარმოდგენილი იყო მესამე წიგნი სერიიდან „ცნობილი და უცნობი ფარაჯანოვი“, რომელშიც ხოსე მაჯინერემ თავი მოუყარა მოგონებებს ცნობილ კინორეჟისორსა და მხატვარზე.