სვანეთში ზვავში მოყოლილი ყველა ადამიანი უსაფრთხოდ იმყოფება

ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ზემო სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავში მოყოლილი ყველა პირი მაშველებმა ამოიყვანეს, ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო (MTA) ავრცელებს.
ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა.
არსებული ინფორმაციით, სააგენტოს სამაშველო სამსახურმა თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.
"მთის ტრასების სააგენტოს (MTA) სამაშველო სამსახურის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, სვანეთში, თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირის ამოყვანა რამდენიმე წუთში განხორციელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
თოვლის საფარიდან ამოყვანილ პირს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.