"ოქროს კიდობნის" შენობაში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, ყველა მაღაზია ფუნქციონირებს

ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობნის" შენობაში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, ყველა მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს.
სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში", მესამე სართულზე ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრი ფართი.
შენობის მესამე სართულზე, სადაც ცეცხლი იყო, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
"ოქროს ბირჟა" ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, აქ არაფერ დაზიანებულა, არც არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა მესამე სართულზე, სავარაუდოდ, კაფის ტერიტორიაზე, რომელიც დროზე იქნა ლიკვიდირებული. ზარალი ჯერჯერობით უცნობია,", - განაცხადა "ოქროს ბირჟის" დირექტორმა ნანა სონგულიამ.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, რომ მაღაზიები დაკეტილი იყო.