მსოფლიო დღეს

ირანმა შეერთებული შტატები ქვეყანაში არეულობის პროვოცირებაში დაადანაშაულა

ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ამირ საიდ ირავანიმ, წერილი გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს და უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს, რომელშიც ქვეყანაში არეულობის წაქეზებაში აშშ-ს მონაწილეობაზე მიუთითებს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
დიპლომატის თქმით, „აშკარაა აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის კოორდინირებული ქმედებები“.
ირავანი ამტკიცებს, რომ თეირანი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ისრაელის განცხადებებმა და მუქარამ ხელი შეუწყო ძალადობის ესკალაციას, ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერას და მშვიდობიანი პროტესტების მასობრივ არეულობაში გადასვლაში.
როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ირანი მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებები გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და თეირანი კატეგორიულად გმობს მათ.
საპროტესტო აქციები ირანში
საპროტესტო აქციები ირანში 2025 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო ირანული რიალის მკვეთრი დევალვაციის ფონზე, რამაც ფასების ზრდა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.
ამ ფონზე, გადადგა ირანის ცენტრალური ბანკის უფროსი მოჰამედ ფარზინი, და მის ნაცვლად აბდოლნასერ ჰემატი დაინიშნა. მომიტინგეები ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ გამოდიან. არიან დაღუპულები როგორც უსაფრთხოების ძალებში, ასევე არეულობის მონაწილეებს შორის.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ ასევე განაცხადა, რომ მიაჩნია, რომ არეულობის ორგანიზებაში შეერთებული შტატები და ისრაელი იყვნენ ჩართულნი.
აშშ-ის პოზიცია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ირანს დაარტყას. მისი თქმით, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას.
პროტესტების ფონზე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა ჩაერიოს, თუ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა იქნება გამოყენებული.
„თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, როგორც ეს წარსულში მოხდა, ჩვენ ჩავერთვებით. ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ - არა ჯარების გაგზავნით, არამედ დარტყმით იქ, სადაც ეს ძალიან მტკივნეულია“, - თქვა მან.
საპასუხოდ, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი აგრესიული ქმედების შემთხვევაში, ის დარტყმას მიაყენებს ამერიკულ ბაზებსა და სამხედრო ძალებს ახლო აღმოსავლეთში.