თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. გარდაბანში დაკარგული 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი".
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მიქაცაძის ცხედარს რამდენიმე საათის წინ მიაგნეს.
ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვის შესახებ ოჯახმა ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.