საქართველოში ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა

2025 წლის დეკემბერში, 2025 წლის ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის დეკემბერი 2024 წლის დეკემბერთან) 4% შეადგინა, (სამიზნე მაჩვენებელი არის 3%), იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინა თვის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის ნოემბერი 2024 წლის ნოემბერთან) საქართველოში 4,8% შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (8,8%), ჯანდაცვაზე (7%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (6,9%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (4,4%), განათლებაზე (2,1%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,3%).
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (4,7%), დასვენებასა და გართობაზე (1,6%), ავეჯზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სახლის მოვლის საშუალებებზე (1,6%).
2025 წლის დეკემბერში, 2025 წლის ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.